ალექსანდრ სირსკი - რუსებმა სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ბრძოლები კიდევ ორში მიმდინარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით
ალექსანდრ სირსკი - რუსებმა სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ბრძოლები კიდევ ორში მიმდინარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით

რუსებმა სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ბრძოლები კიდევ ორში მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, ამჟამად ყველაზე აქტიური ბრძოლა პოკროვსკის რეგიონში მიმდინარეობს, ასევე უარესდება ზაპოროჟიეს, ალექსანდრივსკის და ჰულიაიპოლეს რეგიონებში არსებული ვითარება.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით. რთულ პირობებში, როდესაც მტერი დომინირებდა, ჩვენი დანაყოფები იგერიებენ თავდასხმებს უმეტესი მიმართულებით და აგრძელებენ დარტყმის ოპერაციებს გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით კუპიანსკისა და სევერსკის რაიონებში. მტერი ამჟამად ყველაზე აქტიურია პოკროვსკის სექტორში. დღეს ბრძოლების დაახლოებით 40 პროცენტი იქ მიმდინარეობდა. მტერი მუდმივად განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს იქ“, – განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთმა გაზარდა აქტივობა ზაპოროჟიეს რეგიონში.

„სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა ოლექსანდრივსკის და ჰულიაი-პოლიეს მიმართულებით, სადაც მტერმა ძალებისა და აღჭურვილობის რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებით სასტიკი ბრძოლებით წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიპყრო“, – განაცხადა სირსკიმ.

ამასთან, სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 800 სამხედრო და ასზე მეტი ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა დაკარგეს.