ალექსანდრ სირსკი - კუპიანსკის მიმართულებით ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ძალები მაღალი ინტენსივობის შეტევას აწარმოებენ და ახალი რეზერვების მობილიზებას ახდენენ
ალექსანდრ სირსკი - კუპიანსკის მიმართულებით ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ძალები მაღალი ინტენსივობის შეტევას აწარმოებენ და ახალი რეზერვების მობილიზებას ახდენენ

კუპიანსკის მიმართულებაზე ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ძალები მაღალი ინტენსივობის შეტევას აწარმოებენ და ახდენენ ახალი რეზერვების მობილიზებას, – ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ტელეგრამარხში დაწერა.

ალექსანდრ სირსკის თქმით, მოინახულა სამხედრო დანაყოფები, რომლებიც კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვას უზრუნველყოფენ.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.

სირსკის ცნობით, მან მოისმინა მეთაურების ანგარიშები და ოპერატიული თათბირები გამართა, რა დროსაც განხილული იყო მოწინააღმდეგის მოქმედების სავარაუდო სცენარები დაზვერვის მონაცემების გათვალისწინებით.