ალექსანდრ სირსკი - დღის წესრიგში გვაქვს ახალი ამოცანები, მთავარ ამოცანად რჩება სამხედროებისთვის იმ ყველაფრის მიწოდება, რაც ბრძოლისთვის სჭირდებათ
ალექსანდრ სირსკი - დღის წესრიგში გვაქვს ახალი ამოცანები, მთავარ ამოცანად რჩება სამხედროებისთვის იმ ყველაფრის მიწოდება, რაც ბრძოლისთვის სჭირდებათ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ ისაუბრა იმ ამოცანების შესახებ, რომელიც თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ აქვს.

„დღის წესრიგში გვაქვს ახალი ამოცანები, პირველ რიგში, ეს არის ყველა სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოს ფორმირება, ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა. ფრონტის საჭიროებები იარაღის კუთხით, რომლის მოწოდებაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ხდება. ჯარისკაცებისთვის ყველაფრის მიწოდება, რაც მათ ბრძოლისთვის სჭირდებათ, იყო და რჩება ჩვენს მთავარ ამოცანად“, – განაცხადა სირსკიმ.

სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედროებისა და პერსონალის კვალიფიკაცია გადამწყვეტია გეგმების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისთვის.

„მხოლოდ ცვლილებები და ომის საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ წარმატებას ამ გზაზე. რა თქმა უნდა, საიმედო ზურგი ომში საერთო წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია“, – აღნიშნა სირსკიმ.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა.