ალექსანდრ ნოვაკი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარატოვისა და რიაზანის ოლქებში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს

20:56, 14.10.2026

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარატოვისა და რიაზანის ოლქებში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული მხარე ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვის არანაირ ნიშანს არ ავლენს“, – განაცხადა ნოვაკმა ​რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის ფორუმის ფარგლებში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონის მოთხოვნის იგნორირებაში დაადანაშაულა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თავს არ დასხმოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის მოსკოვთან დიდი ხნის წინ უნდა შეეთანხმებინა მშვიდობა, მაგრამ ამის ნაცვლად, მან მთელი მსოფლიოსთვის პრობლემები შექმნა. ტრამპმა ზელენსკის შესთავაზა არჩევნების ჩატარება, რათა უკრაინელებს შეეძლოთ, აირჩიონ ლიდერი, რომელიც უფრო მეტად მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.

მსგავსი