ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, „მინსკის ბორბლებიანი ტრაქტორის ქარხნის“ სამი თანამშრომელი დააკავეს
ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, „მინსკის ბორბლებიანი ტრაქტორის ქარხნის“ სამი თანამშრომელი დააკავეს

ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, „მინსკის ბორბლებიანი ტრაქტორის ქარხნის“ სამი თანამშრომელი დააკავეს.

ბელარუსის სახელმწიფო ტელეკომპანია „ესტივის“ ინფორმაციით, დაკავებული პირები ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სავარაუდოდ, კოორდინირებას უწევდნენ ქარხნის მუშების მოქმედებებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოორდინატორებმა ქარხნის მუშებს ასწავლეს, როგორ მოქცეულიყვნენ და შეხვედრის დროს რა უნდა ეყვირათ. გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტმა იცოდა მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ, თუმცა ქარხანაში მისვლა მაინც გადაწყვიტა. შეხვედრის დროს რამდენიმე ადამიანის მხრიდან ისმოდა შეძახილები – „წადი.“ მტკიცებულების სახით, ბელარუსის სახელმწიფო ტელეკომპანიამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომელბს არ უნდა შეეშინდეთ, რადგან სამსახურიდან ყველას ვერ გაუშვებენ. ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე „მინსკის ბორბლებიანი ტრაქტორის ქარხნის“ თანამშრომლებმა საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარება მოითხოვეს.