ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანი - ბელარუსს შეუძლია ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება
ბელარუსს შეუძლია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის ორგანიზება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა.
„ბელარუსს არ უთხოვია შუამავლის როლი და არც ითხოვს, მაგრამ თუ ეს ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, – თქვა ნატალია ეისმონტმა.
ამასთან, ეისმონტმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი არ განხილულა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის დროს.