ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

11:27, 23.03.2018

ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ლუკაშენკოსთან ერთად გმირთა მემორიალთან პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი დღეს სრულდება. ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს ის საქართველოს პატრიარქსა და პრემიერ მინისტრს შეხვდება.

მსგავსი