ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა

12:48, 23.03.2018

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა. ფოტო ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია პატარა ზომის, BELARUS-152 ტრაქტორზე.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ მარგველაშვილს  თბილისში წინა ვიზიტის დროს, 2015 წლის ოქტომბერში სათესლე კარტოფილი აჩუქა. საქართველოს პრეზიდენტმა კარტოფილი დუშეთში დათესა და მოსავალიც აიღო.

ლუკაშენკო თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

მსგავსი