ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება
ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება

ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ოფიცრების შემადგენლობისთვის წოდებების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

„უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ვლადიმერ პუტინი გუშინ დაჰპირდა, უზრუნველყოფილი იყო. დიახ, მართლაც, ის დღეს ბელარუსშია. როგორც მე დაგპირდით, თუ ჩვენთან გარკვეული დროით ყოფნა გინდათ და ასე შემდეგ, დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, „ვაგნერელების“ ხარჯზე“ , – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.