ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი უნდა დასრულდეს, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები შემოდგომაზე დაიწყოს
ალექსანდრ ლუკაშენკო - უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი უნდა დასრულდეს, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები შემოდგომაზე დაიწყოს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, შემოდგომაზე დაიწყოს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მთავარი არის ის, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მცირე შანსია, სამშვიდობო მოლაპარაკებები სექტემბერში ჩატარდეს, მაგრამ ბევრი გვეუბნება, რომ ვითარება შემოდგომაზე შეიცვლება და დავიწყებთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბარს. ეს შესაძლებელია. შესაძლოა, არა სექტემბერში, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომაზე. არ მინდა, რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ამაზე ევროპელები უკვე საუბრობენ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზადაა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავალის როლი ითამაშოს, თუ ამას კიევი და მოსკოვი საჭიროდ ჩათვლიან.