ალექსანდრ ლუკაშენკო - სიკეთე, რომელსაც ჩვენ რუსეთისთვის ვაკეთებთ, მუდმივად ბოროტებით გვიბრუნდება
ალექსანდრ ლუკაშენკო - სიკეთე, რომელსაც ჩვენ რუსეთისთვის ვაკეთებთ, მუდმივად ბოროტებით გვიბრუნდება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსული ბაზრის ბელარუსული პროდუქტისთვის დაკეტვის გამო მოსკოვს აკრიტიკებს.

„სიკეთე, რომელსაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისთვის ვაკეთებთ, მუდმივად ბოროტებით გვიბრუნდება. იქ უკვე იმდენად გათავხედდნენ, ხელების გრეხვა დაგვიწყეს“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა. მის განცხადებას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის ლიდერი რუსეთი მიერ გარკვეულ ბელარუსულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესებას სანქციებს უწოდებს.

„ყოველ დღე მესმის და ვკითხულობ ინფორმაციას, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სულ უფრო მეტად აწესებს სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ. თავად სანქციების ქვეშ იმყოფებიან და გმობენ ამას, ამაში მათ აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ. თუმცა ამავე დროს, იმავე იარაღით იბრძვიან საკუთარი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ.

ხან ერთი დაწესებულება დაკეტეს, ხან მეორე. შემდეგ ხან სტაფილო არ მოეწონათ, ხან სალათი, ხან კიტრი. ზოგჯერ ისინი ეჭვობენ, რომ ჩვენ რაღაცას ვაწვდით სხვა ადგილიდან. ყოველ დღე იხურება ჩვენი საწარმოები. ჩვენ გვიხურავენ ბაზარს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

10 აპრილს „როსსელხოზნადზორმა“ ბელარუსიდან ვაშლისა და მსხლის იმპორტი შეაჩერა. უწყება მიზეზად ყალბ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატებს ასახელებს.

დატოვე კომენტარი