ალექსანდრ ლუკაშენკო - შემზღუდველი ზომების სუვერენულ სახელმწიფოზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება უკანონობა და საერთაშორისო მასშტაბის შანტაჟია
ალექსანდრ ლუკაშენკო - შემზღუდველი ზომების სუვერენულ სახელმწიფოზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება უკანონობა და საერთაშორისო მასშტაბის შანტაჟია

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ზემოქმედების მიზნით, დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოზე სანქციების დაწესება საერთაშორისო მასშტაბის შანტაჟია.

ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა სანქციების წინააღმდეგ ზომების შესამუშავებლად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„შემზღუდველი ზომების ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენება სუვერენულ სახელმწიფოზე უკანონობა და საერთაშორისო მასშტაბის შანტაჟია. შანტაჟი, რომელიც გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოუმენტებში დაუშვებლად მიიჩნევა“, – აღნიშნავს ლუკაშენკო.

პრეზიდენტი შემზღუდველ ზომებზე რეაგირებისა და სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, შეამციროს სანქციების ეფექტი და განვითარება განაგრძოს.

ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები გასულ თვეს დაუწესა. შემზღუდველი ზომები ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.