ალექსანდრ ლუკაშენკო - პუტინთან შევთანხმდით, ჩვენს პირველსავე თხოვნაზე აღმოგვიჩენენ ყოვლისმომცველ დახმარებას ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ალექსანდრ ლუკაშენკო - პუტინთან შევთანხმდით, ჩვენს პირველსავე თხოვნაზე აღმოგვიჩენენ ყოვლისმომცველ დახმარებას ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას პირველი თხოვნისთანავე აღმოუჩენს, – როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენომ თავდაცვის სამინისტრის სტატეგიული სამმართველოს ცენტრში გამართულ თათბირზე განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დღეს ტელეფონით ესაუბრა.

„როდესაც საუბარია სამხედრო შემადგენელზე, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირე სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გვაქვს მოლაპარაკება. ზუსტად ეს მომენტები შეესაბამება ამ შეთანხმებას. ამიტომ, დღეს რუსეთის პრეზიდენტთან მე შექმნილი სიტუაციის შესახებ ხანგრძლივი, არსებითი საუბარი მქონდა. უნდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად გავოცდი კიდევაც – აბსოლუტურად ჩახედულია იმაში, რაც ხდება.

ჩვენ მასთან შევთანხმდით, ჩვენს პირველსავე თხოვნაზე აღმოგვიჩენენ ყოვლისმომცველ დახმარებას ბელარუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დემონსტრაციები იმართება.