ალექსანდრ ლუკაშენკო მსოფლიო ლიდერებს მინსკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ეპატიჟება
ალექსანდრ ლუკაშენკო მსოფლიო ლიდერებს მინსკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ეპატიჟება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მსოფლიო ლიდერებს მინსკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ეპატიჟება.

როგორც ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ლუკაშენკომ დღე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„საჯაროდ ვეპატიჟები სახელმწიფოების მეთაურებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს მაინც, ჩამოვიდნენ მინსკში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი არის მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული რესპუბლიკა.

„სწორი იქნებოდა მინსკში შეკრება. ეს არის რესპუბლიკა, რომელიც აღგავეს დედამიწიდან, რომელმაც პირველმა მიიღო დარტყმა. ეს არის ყველაზე მეტად დაზარალებული რესპუბლიკა – ომის ცოცხალი ძეგლი“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

როგორც ცნობილია, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავს.