ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროკავშირს ვუთხარი, რომ არ დავაკავებ მიგრანტებს საზღვარზე, ისინი არა ბელარუსში, არამედ მათ ქვეყნებში მიდიან
ალექსანდრ ლუკაშენკო - ევროკავშირს ვუთხარი, რომ არ დავაკავებ მიგრანტებს საზღვარზე, ისინი არა ბელარუსში, არამედ მათ ქვეყნებში მიდიან

აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ბელარუსის სამართალდამცველები მიგრანტებს პოლონეთში გადასვლაში ეხმარებოდნენ, მაგრამ მიგრანტები ბელარუსში მე არ მომიწვევია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ „ბიბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ევროკავშირს უთხრა, რომ ბელარუსში ჩასულ მიგრანტებს საზღვარზე არ შეაკავებდა.

„ჩვენ სლავები ვართ. ჩვენ გულები გვაქვს. ჩვენმა ჯარისკაცებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შესაძლოა, ვინმე მათ დაეხმარა. მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ არ დავაკავებ მიგრანტებს საზღვარზე და თუ ისევ ჩამოვლენ, არც სამომავლოდ გავაკეთებ ამას, რადგან ისინი არა ჩემს ქვეყანაში, არამედ მათ ქვეყნებში მიდიან“, – თქვა ლუკაშენკომ.

დასავლეთში ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები დასავლეთის საზღვარზე ცრუ დაპირებით ჩაიყვანა. ამ დროისთვის ბელარუსში 5 000-მდე მიგრანტი იმყოფება.

დატოვე კომენტარი