ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები შეცვალეს
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები შეცვალეს

ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები შეცვალეს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის სახლის „ოვალურ დარბაზში“ პარლამენტარებთან, საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან და სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც ჩვენ ვპროგნოზირებდით, ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფმა არაკეთილმოსურნეებმა სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები შეცვალეს. მათ წითელი ხაზები, საღი აზრისა და ადამიანის ზნეობის საზღვრები გადაკვეთეს. ეს უკვე თანამედროვე ჰიბრიდული ომია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაცია „ცხელ ფაზაში“ არ გადაიზარდოს. ჩვენ მათი მეთოდების „საცდელი სივრცე“ ვართ, რომელსაც შემდგომ უფრო აღმოსავლეთით იყენებენ. საზღვარგარეთიდან მომუშავე ერთ-ერთი ექსტრემისტული ტელეგრამ-არხი, რომელიც ბელარუსის წინააღმდეგ მუშაობდა, ახლა უკვე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ყველაფერი „დასავლელი სტრატეგების“ ნამდვილ მიზნებს გვიჩვენებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.