ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა აფხაზეთის აღიარებაზე უარი თქვა საერთაშორისო იზოლაციისგან თავის ასარიდებლად
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსმა აფხაზეთის აღიარებაზე უარი თქვა საერთაშორისო იზოლაციისგან თავის ასარიდებლად

ბელარუსმა აფხაზეთის აღიარებაზე უარი თქვა საერთაშორისო იზოლაციისგან თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საერთაშორისო სანქციების შეთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება შესაძლო ზიანის დასაფარად მზად არ იყო.

„მზად ვიყავი, მეღიარებინა აფხაზეთი, ასე ვუთხარი რუსებს, მოდით! მაგრამ რა იქნება ხვალ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ხავიერ სოლანა მოვიდა ჩემთან. საუბარი დიდხანს გაგრძელდა. მან მითხრა, თუ აღიარებთ აფხაზეთს, პირველ რიგში, ჩვენ გაგთიშავთ საერთაშორისო საბანკო სისტემიდან, თქვენ სრულ იზოლაციაში მოხვდებით. ეს მან ღიად და გახსნილად მითხრა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული საუბრის შემდეგ, რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს შეხვდა და საუბრის დროს ხავიერ სოლანას მუქარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მედვედევი მზად არ იყო საუბრისთვის.

„იცით, რა მიპასუხა მან? ალექსანდრ გრიგორიევიჩ, თქვენ იცით, რომ მე პრეზიდენტი ვარ. ეკონომიკის საკითხები ბევრია და ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ეს საკითხები პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან უნდა გადაწყვიტოთ.. მე გავბრაზდი და ვუთხარი, თუ თქვე არ შეგიძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა, მიმართეთ პრემიერ-მინისტრს. მაშინ რატომ უნდა გესაუბროთ თქვენ? რატომ მადანაშაულებთ მე, რომ სადმე ვინმე არ ვაღიარე“ – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.