ალექსანდრ ჯიკიჩი უკრაინასთან მატჩზე - გაგვიჭირდა მეტოქის სწრაფი შეტევებისა და მოხსნების გაკონტროლება #1TVSPORT
ალექსანდრ ჯიკიჩი უკრაინასთან მატჩზე - გაგვიჭირდა მეტოქის სწრაფი შეტევებისა და მოხსნების გაკონტროლება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან დამარცხდა – 79:92.

მატჩის შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის პრესკონფერენციაზე არცერთი ქართველი ჟურნალისტი არ შევიდა. ეს იყო პროტესტი 2022 წელს მისი უხამსი ჟესტის გამო, რაც მან საქართველოს ნაკრების მისამართით გამოხატა.

ქართველი ჟურნალისტები ელოდნენ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის პრესკონფერენციას.

„თავიდან კარგად დავიწყეთ, მოხსნასაც ვაკონტროლებდით და სწრაფ შეტევებსაც, უკრაინელებს სივრცე კარგად შევუზღუდეთ – მოხსნებში 15:5 ვაჯობეთ. თუმცა მეორე პერიოდიდან ძალიან გაგვიჭირდა მეტოქის სისწრაფის შენელებაც და ფარქვეშაც გვაჯობეს. მეორე პერიოდის შემდეგ მათ 40 მოგვიხსნეს, ჩვენ – 18.

რა იყო ამის მიზეზი? ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს: შეიძლება არ გვეყო ენერგია, გვყავს ახალი კალათბურთელები, მაგრამ არ გვქონდა დრო შესათამაშებლად

დარწმუნებული ვარ, ამაზე უკეთესად თამაში შეგვიძლია და იმედი მაქვს, ამას უახლოეს მატჩებში ვნახავთ“, – აღნიშნა ალექსანდრ ჯიკიჩმა.