ალექსანდრ ჯიკიჩი – სხვა დროს, როცა მეტოქისგან მსგავს რამეს დავინახავ, აუცილებლად მექნება რეაქცია #1TVSPORT

22:15, 02.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან 76:95 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„გვქონდა არაერთი შეცდომა. მეც დავუშვი შეცდომა, არ მქონდა რეაქცია მსგავსი ტიპის თამაშისადმი. ვერ ვიგებდი, რას აკეთებდა მატჩის ზოგიერთი მონაწილე მეტოქის მხრიდან. თუმცა სხვა დროს, როცა მსგავს რამეს დავინახავ, აუცილებლად მექნება რეაქცია“.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მეორე პერიოდში უკრაინის ნაკრების კალათბურთელების პროვოკაციის შემდეგ ჩვენი გუნდის ლიდერი მარკის რიდი მეორე ტექნიკურით დაისაჯა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მსგავსი