ალექსანდრ ჯიკიჩი – პორტუგალია ის გუნდია, რომელმაც ესპანეთი და საბერძნეთი დაამარცხა, ასეთი მეტოქის ძლევა ძალიან რთული საქმეა #1TVSPORT

00:35, 01.09.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია სტუმრად 98:90 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა შეხვედრა მოკლედ შეაფასა:

„მალე ყველა გაიაზრებს, რაოდენ რთულია საბერძნეთისა და ესპანეთის დამარცხება. პორტუგალიამ ეს შეძლო. ამ გუნდში თამაშობს NBA-ს კალათბურთელი კეტა, კოლეჯების ლიგიდან – პრეი, მაღალი დონის სნაიპერი უილიამსი. ძალიან, ძალიან ძნელია ასეთი გუნდის დამარცხება. ძალების დიდი მობილიზება დაგვჭირდა – სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, თორნიკე შენგელიას 40 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ მათ კონცენტრირება შეძლეს, იბრძოლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

მსგავსი