ალექსანდრ ჯიკიჩი – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა 23 ასისტი და 3 შეცდომა #1TVSPORT

23:31, 28.08.2026

მონტენეგროს ნაკრებთან გამარჯების შემდეგ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე მარიამობა ქართულ ენაზე მოგვილოცა:

„გილოცავთ მარიამობას, ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია როგორც ქართველებისთვის, ასევე სერბებისთვის.

რაც შეეხება თამაშს, თორნიკემ კარგად იცის რამდენად რთული იყო მოგება. ბოლოს დიდი სხვაობით გავედით წინ, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამისთვის.

შეიძლება ბევრმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა 23 ასისტი და 3 შეცდომა.

არ მინდა, არ აღვნიშნო ქართველი კალათბურთელების თავგანწირვა. ზაფხული ძალიან მოკლეა, მაგრამ, დასვენების ნაცვლად, ისინი ჩამოდიან და საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, რომ ქვეყნის სახელი დაიცვან და ქომაგი გაახარონ.

31 აგვისტოს პორტუგალიას სტუმრად ვეთამაშებით. სუპერაგრესიული გუნდია და მოგება კიდევ უფრო რთული იქნება. პორტუგალიელებს ხომ NBA-ს მაღალი კალათბურთელი ჰყავთ“.

მსგავსი