ალექსანდრ გრუშკო - რუსეთი ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო გეგმებს და ალიანსის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს
რუსეთი ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო გეგმებს და ალიანსის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაძლიერების მიმართ, გრუშკომ განაცხადა: „ცალსახად ნეგატიურად“.
რუსი დიპლომატის თქმით, ალიანსის ქმედებები მხოლოდ არღვევს რეგიონულ სტაბილურობას. როგორც ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, მოსკოვი მიიღებს აუცილებელ ზომებს შესაბამისი საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის.