ალექსანდრ გლები თბილისში არ წამოიყვანეს - ბელარუსების ლეგენდამ კარიერა დაასრულა
ალექსანდრ გლები თბილისში არ წამოიყვანეს - ბელარუსების ლეგენდამ კარიერა დაასრულა
„აზრი აღარ ჰქონდა, ნაკრებში აღარ მიძახებენ და კარიერის დასრულება გადავწყვიტე“ – განაცხადა ბელარუსის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ალექსანდრ გლებმა.
38 წლის გლები საუკეთესო წლებში გამოდიოდა „შტუტგარტში“, „არსენალსა“ და „ბარსელონაში“, მაგრამ ბოლოს ბელარუსის ჩემპიონატში უსახელო „ისლოჩის“ ღირსებას იცავდა. გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში აღარ იწვევნდნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს. გლები გამოძახებას იმედოვნებდა და რადგან ასე არ მოხდა, გადაწყვეტილება მიიღო.
„ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო, ნაკრებს ჩემი თავი რომ დასჭირვებოდა, ალბათ კარიერას ისევ გავაგრძელებდი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სიაში არ მოვხდი, გასაგები იყო, რომ კარიერის გაგრძელებას და გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აზრი არ ჰქონდა. მე მივიღე გადაწყვეტილება – საკმარისია, დავასრულე“ – ამბობს გლები.
ამავე დროს, ვეტერანი მოთამაშე მზადაა, რომ ბელარუსის ნაკრების ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში, გუნდს გაჰყვეს როგორც მოტივატორი: „წავალ, როგორც გულშემატკივარი და ჩემს გუნდს მხარს დავუჭერ. ღმერთმა ქნას, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. სხვა შანსი აღარ გვექნება, მანამ ასეთ ტურნირს ბელარუსში არ ვუმასპინძლებთ“.
გლები ბელარუსის ნაკრებში 18 წლის განმავლობაში, 2001-2019 წლებში გამოდიოდა და 80 მატჩში 6 გოლი გაიტანა.