ალექსანდერ სტუბი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა ფინეთის მხარდაჭერა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით
Finland's President Alexander Stubb talks to the media during a joint statement to the press with German Chancellor Olaf Scholz at the Chancellery in Berlin, Germany, Tuesday, Oct. 22, 2024. (AP Photo/Ebrahim Noroozi)
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე.
„პრეზიდენტ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლო ვადა ახლოვდება. ფინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. გრძელვადიანმა მოლაპარაკებებმა უნდა მოიტანოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა“, – წერს სტუბი ქსელში.
ამასთან, სტუბის განცხადებით, მან ამერიკის პრეზიდენტთან ერთად ყინულმჭრელი გემების საკითხიც განიხილა, რომელიც, მისივე თქმით, მოკავშირეებს შორის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Had a good and productive phone call with @Potus.
We discussed Russia’s war of aggression in Ukraine. President Trump’s deadline for a ceasefire is approaching. Finland supports all efforts towards an immediate ceasefire. Longterm negotiations must lead to a lasting and just…
— Alexander Stubb (@alexstubb) August 4, 2025