ალექსანდერ შალენბერგი - ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავედით და ვნახეთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც მიუღებელია
ალექსანდერ შალენბერგი - ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავედით და ვნახეთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც მიუღებელია

ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს ამ ტიპის ვიზიტი იყო პირველი და ამავდროულად ძალიან წარმატებული იმ დავალებების შესრულების ფარგლებში, რომელთა შესასრულებლად საქართველოში ჩამოვედით, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

როგორც ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის ვიზიტი, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატის ფარგლებში ხორციელდება.

„ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს ამ ტიპის ვიზიტი იყო პირველი და ამავდროულად ძალიან წარმატებული იმ დავალებების შესრულების ფარგლებში, რომელთა შესასრულებლად აქ ჩამოვედით. ეს არის ნდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომელიც აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი უპირველესი მიზანი იყო. ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტებისას რაც იყო, ევროკავშირის პირდაპირი გზავნილია, რომ ეს გაერთიანება ჩართულია, დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და არ ვგეგმავთ, ეს რეგიონი სხვა მოთამაშეებს შევატოვოთ. ასევე ვგეგმავთ, რომ მთელ რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგი შევქმნათ. მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გვერდით. დღეს ჩვენ ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავედით და ვნახეთ ე.წ. ბორდერიზაცია, რომელიც ძალიან გვაღელვებდა. ეს მიმდინარე მშენებლობები უბრალოდ მიუღებელია და ამ ყოველივეს გამო, ადამიანების სიცოცხლეს, მით უფრო კორონავირუსული პანდემიის დროს, საფრთხე ემუქრება. საქართველოს მოქალაქეების დაკავება უბრალოდ არალეგალურია და ეს ხალხი ნებისმიერი პირობის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

დატოვე კომენტარი