ალექსანდ სირსკი - უკრაინელი ჯარისკაცები ავდეევკას ტოვებენ შექმნილი ოპერატიული ვითარების გამო, რათა შენარჩუნებული იყოს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა
ალექსანდ სირსკი - უკრაინელი ჯარისკაცები ავდეევკას ტოვებენ შექმნილი ოპერატიული ვითარების გამო, რათა შენარჩუნებული იყოს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა

უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქ ავდეევკას ტოვებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების გასვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან განპირობებულია შექმნილი ოპერატიული ვითარებით, რათა უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევა არ მოხდეს და შენარჩუნებული იყოს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი ქვედანაყოფების ქალაქიდან გასვლისა და უფრო მომგებიან თავდაცვით პოზიციებზე გადასვლის შესახებ”, – ნათქვამია სირსკის განცხადებაში.

2022 წლის თებერვლიდან რუსი სამხედროები არაერთხელ შეეცადნენ ქალაქ ავდეევკის დაკავებას. მასშტაბური იერიში ქალაქზე 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა.