ალექსადრე დარახველიძე აცხადებს, რომ დმანისში პირველი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმის ეპიზოდზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს
ალექსადრე დარახველიძე აცხადებს, რომ დმანისში პირველი არხის ჟურნალისტებზე თავდასხმის ეპიზოდზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსადრე დარახველიძე აცხადებს, რომ დმანისში ჟურნალისტებზე თავდასხმის ეპიზოდზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, მოხდება საკითხის სრული შესწავლა.

„დაწყებულია გამოძიება, მათ შორის ჟურნალისტების ეპიზოდზეც, მოხდება სრულყოფილი შესწავლა, თუ კი საჭირო იქნება კონკრეტული საქმეების გამოყოფა და გაერთიანება, ამაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებითაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა დარახველიძემ.

დმანისის შესასვლელთან გუშინ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა დღეს განცხადება გაავრცელა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მომხდარი. ასევე მიმართა სახალხო დამცველს, ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.