ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა

ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალური მართლამდიდებელი ეკლესია აღიარა.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თეოდორ მეორემ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვაში მოიხსენია.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წევრებმაც.

მანამდე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარეს კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიებმა, რის გამოც რუსეთის მართლმდიდებელმა ეკლესიამ ჯერ კონსტანტინოპოლთან, შემდეგ კი ელადის ეკლესიის არქიეპისკოპოს იერონიმე მეორესთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.