ალეპოში შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალები და „სირიის დემოკრატიული ძალები“ დეესკალაციაზე შეთანხმდნენ
ალეპოში შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალები და „სირიის დემოკრატიული ძალები“ დეესკალაციაზე შეთანხმდნენ

ალეპოს რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალები და ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალები“ დეესკალაციაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არმიის მთავარმა სარდლობამ გასცა ბრძანება, შეწყდეს „სირიის დემოკრატიული ძალების“ პოზიციებზე თავდასხმა.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქის საცხოვრებელ უბნებზე „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვი და სამოქალაქო თავდაცვის ორი თანამშრომელია.

დაპირისპირება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა დამასკოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“, არ აქვთ განზრახვა, შეასრულონ ვალდებულება, რომელიც წლის ბოლომდე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციას ეხება.

თურქეთი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „სირიის დემოკრატიულ ძლებს“, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუ ჯგუფი შეთანხმებას არ შეასრულებს.