ალენ ბერსე - ყველა დაპირება, რაც მივიღეთ, მივიღეთ მთავრობისგან, ეს ყველაფერი გააკეთეს მათ, მთავრობის წევრებმა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ალენ ბერსე - ყველა დაპირება, რაც მივიღეთ, მივიღეთ მთავრობისგან, ეს ყველაფერი გააკეთეს მათ, მთავრობის წევრებმა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო

ყველა დაპირება, რაც მივიღეთ, მივიღეთ მთავრობისგან, ეს ყველაფერი გააკეთეს მათ, მთავრობის წევრებმა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ თბილისში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერსეს კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე: „ესაუბრეთ თუ არა დაკავებულების გათავისუფლებაზე, ხომ არ მიიღეთ ამაზე დაპირება ივანიშვილისგან, იზიარებს თუ არა ძალადობაზე თქვენს შეშფოთებას?“, რაზეც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა:

„რისი თქმა შემიძლია, იცით? როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად, სამუშაო ჯგუფზე, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანაზე იმუშავებს, ეს განხილული იყო სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლა ამ როლში არიან, სახელმწიფო მოხელეების როლში. იგივე ეხება სხვა ელემენტების განხორციელებასაც – მესიჯს, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ, დაპირებებს, რაც მივიღეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიმეოროთ, რომ ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. მე ჩემს როლს ვასრულებ, ვმოქმედებ, როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და არა, როგორც სხვა როლის შემსრულებელი. ამიტომ ინსტიტუციებს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ისე უნდა აღვიქვათ. ეს კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა ელემენტი, რაც განვიხილეთ, ყველა დაპირება, რაც მივიღეთ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ მთავრობისგან. ეს ყველაფერი გააკეთეს მათ, მთავრობის წევრებმა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემი ვიზიტის აუცილებელი პირობა იყო, დავრჩენილიყავი იმდენ ხანს, რომ მომცემოდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ყველას, ვინც დათანხმდა ჩემთან შეხვედრას. რა თქმა უნდა, მე ეს გავაკეთე და შემდეგ უკვე მთავრობასთან ერთად ვთქვით, რომ გავაკეთებთ ამას, ამას, ამას. მე შემიძლია, ასევე გითხრათ, რომ ივანიშვილთან ამ ელემენტებზე მოლაპარაკებები არ მიწარმოებია. ეს ყველაფერი თავის ადგილზე უნდა გაკეთდეს, შესაბამის უწყებებში. დისკუსიას რაც ეხება, მოკლედ გითხარით იმის თაობაზე, ზოგადად, რა თემებს შევეხეთ დისკუსიის დროს“.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.