ალენ ბერსე - ომბუდსმენის სამუშაო მნიშვნელოვანია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის, უსაფუძვლო დაკავებების გამოძიების გამჭვირვალობისთვის, ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ომბუდსმენთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს ომბუდსმენთან. თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და უსაფუძვლო დაკავებების გამოძიების გამჭვირვალობისთვის. ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს“, – წერს ალენ ბერსე.