ალენ ბერსე - გვჭირდება წინაპირობები, მხარეთა შორის ნდობა, რათა შედგეს დიალოგი, მთავარი პასუხი თავად ქვეყნიდან უნდა წამოვიდეს, გარედან დიალოგის თავსმოხვევა შეუძლებელია
გვჭირდება წინაპირობები, მხარეთა შორის ნდობა, რათა შედგეს დიალოგი, მთავარი პასუხი თავად ქვეყნიდან უნდა წამოვიდეს, გარედან დიალოგის თავსმოხვევა შეუძლებელია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსმე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა საქართველოს შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერერას 2024-2027 წლებში.
„დაპირება თუ მივიღეთ, რომ ვიმუშავებთ ცვლილებებზე კანონში, ეს იყო რა თქმა უნდა, მთავარი მხარეების მიერ გაკეთებული დაპირება და მათ შორის რა თქმა უნდა ვენეციის კომისიაც არის ამ ყველაფერში ჩართული. ბოლო ამ სამი დღის განმავლობაში, მე ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა,ძალიან ბევრი რამ მოვისმინე. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ შევხვედროდი ადამიანებს, პირდაპირ, უშუალოდ ადამიანებს, არა მხოლოდ წამეკითხა ტექსტი, არამედ უბრალოდ დამეთმო დრო, დავმჯდარიყავი მათთან ერთად. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრები, ზოგი შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა, ეს არ იყო ფორმალური, ეს იყო ხანგრძლივი, დეტალური დისკუსიით, ყველა ელემენტის განხილვით. მე რაც მიმაქვს ამ ყველა შეხვედრიდან, უპირველესად, ესა ,რომ ჩვენ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში განსაკუთრებით ვგრძნობთ და აღვიქვამთ ძალიან ძლიერ ემოციებს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ნორმალურია ასეთ დაძაბულ სიტუაციაში.
მარტივია, თავი მოაჩვენო, ვითომ დიალოგში მონაწილეობ, თუ მხოლოდ დიალოგი გინდა დიალოგისთვის. არა, გვჭირდება პირობები, გამზადებული წინაპირობები, რათა შედგეს კარგი დიალოგი. გვჭირდება ნდობა მხარეებს შორის და უნდა შექმნა ეს ნდომა მხარეებს შორის, შემდეგ უკვე უნდა შეძლო დიალოგი. ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მთავარი პასუხი თავად ქვეყნიდან უნდა წამოვიდეს. თქვენ და ყველა მხარე, რომელიც საქართველოშია, თქვენ უნდა შეძლოთ ამ ელემენტების დანახვა და იმ პირობების შექმნა. ჩვენ, ჩვენი მხრივ რისი გაკეთება შეგვიძლია? მე აქ სამოქმედო გეგმა ვახსენე, რომელიც გვაქვს საქართველოსთვის. ეს სამოქმედო გეგმა ახლახან იქნა დამტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ წელს და ეს დაგვეხმარება, რომ თქვენ დახმარება გაგიწიოთ, საქართველოს გვერდით ვიდგეთ 2024-დან 2027 წლამდე პერიოდში. მგონი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და ამ კონტექსტში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ღონისძიებების გატარება ყველა აქტორის დახმარებისთვის, მაგრამ ამის ნება უნდა გქონდეთ თქვენ, რომ ეს წინაპირობები თქვენ შექმნათ ქვეყანაში. სხვაგვარად გარედან დიალოგის თავსმოხვევა შეუძლებელია, ეს ასეა“, – აღნიშნა ალენ ბერსემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.