ალენ ბერსე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას
კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ალენ ბერსეს თქმით, დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია. კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას“, – წერს ალან ბერსე.
Commitment to the #ECHR is high, and so are the expectations for #Georgia as for every member state. Our dialogue with Georgia is essential. At the #EPC in Copenhagen, I spoke with @PM_Kobakhidze on how the @coe supports democratic stability and security for the Georgian people. pic.twitter.com/WqCUIXGkHF
— Alain Berset (@alain_berset) October 2, 2025