ალეკსანდრ კოკორინი - პუტინის სურათს ჩემს პროფილზე ვერ ნახავთ
ალეკსანდრ კოკორინი - პუტინის სურათს ჩემს პროფილზე ვერ ნახავთ

პეტერბურგის „ზენიტიდან“ „სოჭში“ იჯარით გადასულმა ცნობილმა თავდამსხმელმა, რუსეთის ნაკრების ყოფილმა წვერმა ალეკსანდრ კოკორინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

ბევრი რუსი სპორტსმენი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის სურათს საკუთარ პროფილზე ათავსებს. კოკორინის თქმით, ამას კატეგორიულად არ გააკეთებს.

„იქნება თუ არა პუტინის ფოტო ჩემს პროფილზე? ეს მას შემდეგ, რაც მე სისტემის მთელი წნეხი გამოვცადე? ნამდვილად არა. მის მიმართ დამოკიდებულება არ შემიცვლია. მესმის, რომ მან ჩემს თავს გადამხდარი ისტორია იცოდა. ამის შესახებ სისტემაში იცოდნენ. არავინ დამკავშირებია. სხვაგვარად მოქცევა რომ სდომოდათ, რამეს გააკეთებდნენ“ – ეს კოკორინმა კოკორინმა „იუთუბის“ არხ KraSava-ზე განაცხადა.

ალეკსანდრ კოკორინი (ძმასთან, კირილთან ერთად) და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაველ მამაევი 2018 წლის 11 ოქტომბერს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამომძიებლების თქმით, ისინი მონაწილეობდნენ ორ ჩხუბში, რომელიც 8 ოქტომბრის, დილით, მოსკოვის ცენტრში მოხვდა და მათ თავისუფლების აღკვეთა 1,6 წლით მიუსაჯეს. საბოლოოდ, 2019 წელს საპროცესო გარიგებით ვადამდე გაათავისუფლეს.