ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან მცირე კომენტარი გააკეთა და შემდეგ ტერიტორია დატოვა
ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან მცირე კომენტარი გააკეთა და შემდეგ ტერიტორია დატოვა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პარტიის წევრთან, ლევან იოსელიანთან ერთად აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან იმყოფებოდა.

ელისაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, შემდეგ კი მათ ტერიტორია რეზიდენციაში შეუსვლელად დატოვეს.

„საერთო ოპოზიციური შეხვედრაა ელჩებთან. მეტს ვერაფერს გეტყვით. მოვედით შეჯერებული პოზიციით, რასაც შევთავაზებთ, რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ, ამ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“. შემდეგ იქნება მესამე რაუნდი. ახლა ვერ გეტყვით, რა პუნქტებია. აი, ელჩებს რომ გავაცნობთ, მერე შეიძლება რაღაცის თქმა“, – განაცხადა ელისაშვილმა.