ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მსჯელობა იყო და პოზიციები შერბილდა
ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მსჯელობა იყო და პოზიციები შერბილდა

ინფორმაცია მაქვს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე კაჭრეთში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობისას იყო საუბარი. საკმაოდ კონსტრუქციული მსჯელობა იყო და რამდენადაც ვიცი, პოზიციები ბოლომდე არ დაახლოვდა, მაგრამ შერბილდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სრულიად შესაძლებელია ეს ორი კანონპროექტი გადაიქცეს ერთ დოკუმენტად.

„საარჩევნო საკითხი იყო იქ დღის წესრიგში, მაგრამ საღამოს რომ დასხდნენ, ამაზეც ისაუბრეს, როგორც ვიცი, არაფორმალურად. რომელმა ვის ჩაუპაჭუნა თვალი არ ვიცი, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ დაახლოვდეს პოზიციები. პრინციპები არის მთავარი, რომელიც ორივე დოკუმენტში არის ერთნაირი, დანარჩენი – ქოთანს ყურს საიდანაც გინდა მოაბამ და შეგვიძლია, ეს ყური ორივე მხრიდან მოვაბათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.