ალეკო ელისაშვილი – ვიმედოვნებ, ოპოზიციაში ეყოფათ გონიერება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არ ჩაიდენენ სისულელეს

16:22, 10.12.2020

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმედოვნებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ეყოფათ გონიერება და არ ჩაიდენენ სისულელეს მოლაპარაკებების ჩაშლის სახით.

„აბუჩად ვიგდებდით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ამდენი ხნის განმავლობაში? ანუ შლით მოლაპარაკებებს? იმედი მაქვს, ოპოზიციაში ეყოფათ გონიერება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არ ჩაიდენენ სისულელეს“, – წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე“.

მსგავსი