ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, მაგრამ მაშინ ამნისტია ჰაერში გამოეკიდება
ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, მაგრამ მაშინ ამნისტია ჰაერში გამოეკიდება

საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, მაგრამ მაშინ ამნისტია ჰაერში გამოეკიდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთდროულად, საგამოძიებო კომისიის შექმნასა და ამნისტიაზე საუბარი არ გამოვა.

„ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. წინააღმდეგი არ ვართ, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუმცა ან ამნისტიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. ორივე ერთად არ არის. ამასთან, საერთოდ გამაოგნებელია ის დამოკიდებულება, რომ თუ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, მაშინ ამნისტია არ გვინდა. რატომ ვართ მონდომებულები, რომ ძლივს რაღაცაზე შევთანხმდით და რატომ გვინდა ამის რევიზია? ამნისტია ხომ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან ადამიანების გათავისუფლებას, თან შეთანხმებული ვართ, რომ მძიმე დანაშაულებზე არ გავრცელდება. საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, მაგრამ მაშინ ამნისტია ჰაერში გამოეკიდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული.