ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება
ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

პარტია „მოქალაქეების“ პრეზენტაციაზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 2014 წლის შედეგის გამეორება სურს.

„არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია „მოქალაქეების“ სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ სწორედ ამას აქვს ეშხი, სწორედ ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც გავიმეორებ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის, საბურთალოელების ძალას“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს 120/30-ზე გადანაწილებით ჩატარდება.

დატოვე კომენტარი