ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე - აგერ შვილი გააჩინა, ღმერთმა ხელი მოუმართოს და ჯანმრთელი, ბედნიერი გაუზარდოს, თუ კვდები, მოწამლული ხარ და სამარის კარზე ხარ, რანაირად არის ეგ ამბავი
ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე - აგერ შვილი გააჩინა, ღმერთმა ხელი მოუმართოს და ჯანმრთელი, ბედნიერი გაუზარდოს, თუ კვდები, მოწამლული ხარ და სამარის კარზე ხარ, რანაირად არის ეგ ამბავი

აგერ შვილი გააჩინა კაცო, ღმერთმა ხელი მოუმართოს და ჯანმრთელი, ბედნიერი გაუზარდოს, თუ კვდები, მოწამლული ხარ და სამარის კარზე ხარ, რანაირად არის ეგ ამბავი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, აბსოლუტურად დამსახურებულად ზის სააკაშვილი.

„ხომ იძახდა სააკაშვილი, უკრაინაა ჩემი და საქართველოს არ ვეხებიო. ხომ დადასტურდა, რომ სააკაშვილი სიმულიანტობდა. სტრასბურგმა რა გადაწყვეტილება მიიღო? ის გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღო? ხომ არ დაესიზმრათ იმათ? ჩამოვიდა დელეგაცია, შეამოწმეს მისი მდგომარეობა და თქვეს, რომ ამ კაცს არაფერი არ სჭირს“, – განაცხადა ელისაშვილმა.