ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს იმდენად უჭირს კედლებში გამოკეტილი ყოფნა, ათას სისულელეს იძახის
ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილს იმდენად უჭირს კედლებში გამოკეტილი ყოფნა, ათას სისულელეს იძახის

სააკაშვილს იმდენად უჭირს კედლებში გამოკეტილი ყოფნა, ათას სისულელეს იძახის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე.

„სააკაშვილი საპატიმროშია და იმდენად უჭირს კედლებში გამოკეტილი ყოფნა, ათას სისულელეს იძახის. ამიტომ ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც იყო და არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო, ჩემი გასამართლება არის ქართველი ხალხის, მთელი მსოფლიოს დაცინვა“.