ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, მოშიმშილე ადამიანებს კი, ამ სიცივეში აწვალებენ
ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, მოშიმშილე ადამიანებს კი, ამ სიცივეში აწვალებენ

გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა,ადამიანურად, მოშიმშილე ადამიანების სასოწარკვეთა პატივისცემას იწვევს, რადგან ასეთ სიცივეში რაღაც იდეისთვის მზად არიან ორგანიზმი დაიზიანონ, მაგრამ ალბათ, თავადაც ხვდებიან, რომ ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ეს ყველაფერი არის ამაო ძალისხმევა.

„გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს. ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან. ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ. ეს არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.