ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი ქოსატყუილა კაცია, დღეს ამას იძახის, ხვალ იმას
ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი ქოსატყუილა კაცია, დღეს ამას იძახის, ხვალ იმას

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია. დღეს ამას იძახის, ხვალ იმას იძახის. დღეს ნამახვანის აშენებას ებრძვის და ბუნება უნდა გადავარჩინოო. გუშინ იმას ამბობდა. ქოსატყუილაა და მაგის ნათქვამზე სერიოზულად ლაპარაკს არც ვაპირებ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა.

„მზად ვიყავით, უარი გვეთქვა ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე, ერთი წელი რომ ​დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული, როგორც საქართველოს ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი