ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, რუსეთმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაცია მიიღო, რომ იხრებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და ამ პროცესის გაფუჭება უნდა
ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, რუსეთმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაცია მიიღო, რომ იხრებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და ამ პროცესის გაფუჭება უნდა

როგორც ჩანს, რუსეთმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაცია მიიღო, რომ უფრო იხრებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და ამ პროცესის გაფუჭება უნდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, თავად რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველოში შემოსვლისთვის რუსებს სავიზო რეჟიმს დაუწესებდა.

„ჩემი დაკვირვებით, როგორც ჩანს, რუსეთმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაცია მიიღო, რომ უფრო იხრებიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და ამ პროცესის გაფუჭება უნდა, რადგან სად რუსეთი და სად ადამიანობა და ჰუმანიზმი.

რა თქმა უნდა, გული არ აჩუყებიათ. მათი მიზანია, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა შეაფერხონ. გადაწყვეტილებებს რომ ვიღებდე და ხელისუფლებაში ვიყო, ფრენებზე უარს ვიტყოდი. პირიქით, რუსებს საქართველოში შემოსვლისთვის სავიზო რეჟიმს დავუწესებდი და ამით ვაჩვენებდი, რომ ღობემორღვეული ცარიელი ადგილი არ ვართ, არამედ სახელმწიფო ვართ“, – განაცხადა ელისაშვილმა.