ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის სისულელე, ცესკო-ში საარჩევნო სიები ჩახსნეს, ახლა ფრაქციები დაეშალათ, ვაშაძე და „ლელო“ თავში ხელს ირტყამენ
ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის სისულელე, ცესკო-ში საარჩევნო სიები ჩახსნეს, ახლა ფრაქციები დაეშალათ, ვაშაძე და „ლელო“ თავში ხელს ირტყამენ

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის სისულელე და ცოტა გაიგრილონ თავები ოპოზიციაში, დასერიოზულდნენ, რადგან მერამდენე რაღაცაზე წაიმტვრიეს ტვინი? – ცესკო-ში საარჩევნო სიები ჩახსნეს და ახლა ფრაქციები დაეშალათ, ვაშაძე და „ლელო“ თავში ირტყამენ ხელს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იცანცარეს და საარჩევნო სიები ჩახსნეს.

„ვეუბნებოდით, ნუ ცანცარებ, სიებს რატომ ხსნით-თქო. პარლამენტიდან ხაზარაძე გავიდა და ფრაქცია დაეშალათ. ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ისეთ დღეში არიან, თავში ხელს ირტყამენ და იდაყვებზე იკბენენ. ერთი თვის წინ არჩევნები იყო და თუ რაიმე შეეძლოთ, ერთი თვის წინ გაეკეთებინათ. ვერ მოახერხეს და კიდევ რიგგარეშეს რომ ითხოვენ, არასერიოზულია. 2024 წლისთვის უნდა მოვემზადოთ და თუ რაიმეს დამტკიცება გვინდა, დავამტკიცოთ. მანამდე, სისტემური ცვლილებები უნდა გატარდეს. რიგგარეშეს დაჩემება არის პატარა ბავშვს სათამაშო რომ უნდა და არჩევს“, – აღნიშნავს ელისაშვილი.

დეპუტატს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით დაბალი საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს მიღებული.

„თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ინიციატივა აქვს, ამას ტელევიზიებიდან და გადაცემებიდან კი ნუ გვეუბნებიან, კონსულტაცია გამართონ და გვითხრან, რას და როგორ აპირებენ, ჩვენ ჩვენს პოზიციას ვეტყვით. ერთ სივცრცეში ვმუშაობთ და გადაცემებიდან გველაპარაკებიან. „ქართული ოცნება“ უშნო წესს ამკვიდრებს – დაპირებას და გადაგდებას. 2-პროცენტიან საარჩევნო ბარიერზე შევთანხმდით, ამას მხარი ყველამ დავუჭირეთ. ახლა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს დემოკრატიისთვის არ ღირს. მხარი ხომ დავუჭირეთ, სიტყვის პატრონები უნდა ვიყოთ, რადგან დაბალი ბარიერი ქვეყნისთვის არის კარგი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დატოვე კომენტარი