ალეკო ელისაშვილი - ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის
ალეკო ელისაშვილი - ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის

ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილს კომენტარი სთხოვეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

„აღმაშფოთებელია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიზარდნენ და ისევ სიყმაწვილის სენით არიან შეპყრობილი, ქვეყნის მმართველობანას თამაშობენ. ვერ გაიაზრეს, რომ საბავშვო ბაღი არ არის ქვეყნის მართვა. ქვეყანა ისე არ უნდა მართო, როგორი ინსტიქტებიც ბავშვებს აქვთ – ვიღაცას ზეიმზე გვერდით არ დაუდგება, ლექსს არ იტყვის და ბუშტს არ დაიკავებს.

ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი ამის საქმის კურსში არ არის. იმედია, ოდესმე, „ქართული ოცნება“ მოეშვება ასეთ მავნებლობას. ეს ყველაფერი დამაკნინებელია პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ქვეყნისთვის. როგორი მოქალაქეები ვართ, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტზე მოქმედმა პრეზიდენტმა არაფერი იცის“, – განაცხადა ელისაშვილმა.