ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან ისეთი გონივრული კომპრომისის შემოთავაზებას ველოდები, რომ პროტესტი აღარ გაგრძელდეს და ქვეყანა დამშვიდდეს
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან ისეთი გონივრული კომპრომისის შემოთავაზებას ველოდები, რომ პროტესტი აღარ გაგრძელდეს და ქვეყანა დამშვიდდეს

„ველოდები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი გონივრული კომპრომისი შემოგვთავაზოს, რომ პროტესტი აღარ გაგრძელდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატური წინადადების შეთავაზებას ელოდება.

„ველოდები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი გონივრული კომპრომისი შემოგვთავაზოს, რომ პროტესტიც აღარ გაგრძელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს. ადეკვატური წინადადებაა საჭირო მათი მხრიდან. კონკრეტულ შემოთავაზებას ველოდებით, ამისთვის ვართ მოსულები. იმედს დავიტოვებ და ვნახოთ, დანარჩენი უკვე არჩილ თალაკვაძეზეა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.