ალეკო ელისაშვილი - პრემიერის მოსმენაზე დისკუსია არ იყო საგნობრივ საკითხებზე, კმაყოფილი არ დავრჩი, დღეს მეორე სერია იქნება
ალეკო ელისაშვილი - პრემიერის მოსმენაზე დისკუსია არ იყო საგნობრივ საკითხებზე, კმაყოფილი არ დავრჩი, დღეს მეორე სერია იქნება

პრემიერის მოსმენაზე დისკუსია იყო არა საგნობრივ საკითხებზე, არამედ თქვენ ის იყავით და ესო, – ასე შეაფასა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში ანგარიშის, ასევე ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა, დეპუტატების კითხვები და საპასუხო განცხადებები.

მისი თქმით, 28 ივნისს პრემიერის გამოსვლით არაა კმაყოფილი.

„რაც მოვისმინე, კმაყოფილი არ დავრჩი. სადღეგრძელოს ჰგავდა. სულ წარმატებაზე, მიღწევებსა და საოცრებებზე იყო საუბარი მაშინ, როცა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 550 ათასი ადამიანი სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული, სადაც 180 ათასი ბავშვია. ამ ციფრს რომ დაასახელებ და პროგრამას შემდეგ ზარ-ზეიმით წარადგენ, რა თქმა უნდა, რეალობას აცდენილი ხარ. ძალიან არ მომეწონა ის სიძულვილი, რაც მოსალოდნელი იყო. დისკუსია იყო არა საგნობრივ საკითხებზე, არამედ თქვენ ის იყავით და ესო. დღეს მეორე სერია იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება. 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა.

დატოვე კომენტარი