ალეკო ელისაშვილი - შიში არის გასაფანტი, არავის უნდა ეშინოდეს სააკაშვილის და პირველ რიგში ეს შიში უნდა გაფანტოს სააკაშვილმა
ალეკო ელისაშვილი - შიში არის გასაფანტი, არავის უნდა ეშინოდეს სააკაშვილის და პირველ რიგში ეს შიში უნდა გაფანტოს სააკაშვილმა

უნდა დავანგრიოთ სისტემა, რომელმაც შეიძლება, ადამიანი გახრწნას, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის შიშის გაფანტვა, თუმცა როგორ უნდა მოხდეს, ამაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვს.

„პრობლემაა ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დგას მიხეილ სააკაშვილის შიშზე. რა არჩევნებიც არ უნდა იყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადის მეორე ტურში. შემდეგ ხალხს ეშინია, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს. ხალხს ეშინია რისი, რომ ესენი გასაშვებები არიან, მაგრამ რა მოხდება ამათი გაშვების შემდეგ? ეს შიში არის გასაფანტი. არავის უნდა ეშინოდეს სააკაშვილის და პირველ რიგში ეს შიში უნდა გაფანტოს სააკაშვილმა. როგორ უნდა მოხდეს, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ხალხმა უნდა დაინახოს, ივანიშვილი რომ წავა, სააკაშვილი არ შემოვა ტანკით. სააკაშვილი რითი იქნება საშიში? უნდა დავანგრიოთ სისტემა, რომელმაც შეიძლება, ადამიანი გახრწნას. არ ვიცი, ხატზე უნდა დავაფიცოთ, სალოცავთან მივიდეთ, თუ ბიბლიაზე უნდა ვთქვათ, სააკაშვილმა პირველ რიგში. სწორედ სააკაშვილის ეშინიათ, თორემ ჩემი ძალადობის კი არ ეშინია ვინმეს. ეს უნდა იყოს სერიოზული დაპირება, რომ ეს შიში მოიხსნას და ხალხმა რეალურად შეხედოს. ეს რეალურად ივანიშვილს გამოაცლის ყველაფერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.