ალეკო ელისაშვილი - პატიმარს რომ ციხეში აბრუნებენ, ამაში განსაკუთრებული რა არის, არ ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია
ალეკო ელისაშვილი - პატიმარს რომ ციხეში აბრუნებენ, ამაში განსაკუთრებული რა არის, არ ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია

პატიმარს რომ ციხეში აბრუნებენ, ამაში განსაკუთრებული რა არის, არ ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თუ ისევ შიმშილობას დაიწყებს უხერხული იქნება.

„პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს, ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური? აღშფოთებული ვიყავი, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა და იქ არ გადაყავდათ, სადაც უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ახლა პატიმარს რომ ციხეში აბრუნებენ, ამაში განსაკუთრებული რა არის, არ ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია. ამაში განადგურების მცდელობას ვერ ვხედავ, პატიმარი გადაიყვანეს ციხეში, რომელმაც იმკურნალა და არ არის მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ესეც ვერ გავიგე, ზოგი ექიმი ამბობდა ამას, ზოგი – არა. სასამართლო პროცესზე რაც ვნახეთ, განადგურების არაფერი ეტყობოდა, ჯანმრთელად იყო. წავიდეს სტრასბურგში, გაიმართლოს თავი, გამოვიდეს ციხიდან. ახლა სააკაშვილმა შიმშილობა რომ დაიწყოს, რასთან დაკავშირებით იწყებს – ციხიდან გამომიშვითო? ეს გაუგებარია. ისევ თუ შიმშილობას დაიწყებს, ძალიან უხერხული იქნება. რატომ უნდა იშიმშილოს? მაშინ, ყველა პატიმარი იშიმშილებს ციხიდან გამომიშვითო“, – განახცადა ელისაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი